7.03.2009

ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ


განმხორციელებელი : სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
დამფინანსებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

პროექტში ჩართულია გორის 14 სკოლა. პროექტი მიმართულია ბავშვებსა და მოზარდებში ფასეულობითი უნარ ჩვევების გამომუშავებისაკენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:



  • ფასეულობით ტრენინგ-პროგრამაში მასწავლებლების ჩართვა/ტრენინგების ჩატარება;

  • მოზარდთა კლუბის VAV ჩამოყალიბება ;

  • ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება გორის სკოლებისათვის;

  • სკოლაში ფასეულობითი გაკვეთილების ჩატარება;

  • ფერადი სილუეტების თეატრის ტექნიკის სწავლება მასწავლებლებისათვის და მოზარდებისათვის;

  • ფასეულობითი სასკოლო კვირეულის მოწყობა;

  • ფასეულობითი პოსტერების, წიგნის სანიშნეების დამზადება/დაბეჭდვა;

  • კლუბი VAV -ს ამუშავება, ტრენინგების ჩატარება;

  • დასკვნითი გამოფენა/პრეზენტაცია.